ფოთის "კოლხეთის" ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც სამოცზე მეტი ფოთელი, ბათუმელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი, თბილისელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა. ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შევარდნებითა და ქორებით ნადირობის იმიტირებულმა სანახაობამ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი და მონადირეების საიტი www.bazieri.ge. ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო პროექტი ERTAD.GE და VIVUS.GE. აღნიშნულ ფესტივალს უდიდესი მხარდაჭერა გაუწიეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრმა,ვახტანგ ალანიამ და მისმა კომპანია SOFMAR-მა. კომპანია კავტეექსმა , თენგიზ სარიშვილმა, კახა ლატარიამ ,ქ. ქუთაისში მდებარე სამონადირეო მაღაზია "გორდამ" ,ტელეკომპანია მეცხრე ტალღა,ფოთის "კოლხეთის" სტადიონის ადმინისტრაციამ.
ფესტივალზე მეტად მეგობრული და საინტერესო გარემო სუფევდა.
დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფესტივალის ყველა მონაწილეს ბაზიერობისთვის საჭირო ინვენტარი და პრიზები გადაეცა. გათამაშდა კომპანია SOFMAR-ის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი: პნევმატური იარაღები, რომელიც მიმინოებში ჯაბა ბერიძეს (მახინჯაური), შავარდნებში დავით ჯღამაძეს (ფოთი), ქორებში ლუკა ტატიშვილს (თბილისი) , საუკეთესო სანახაობისთვის გადაეცათ.

ფესტივალის ფინანსების მოძიებისთვის ჩატარებული სამუშაოებისათვის, ფესტივალის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის მადლობა ბაზიერთა კოლექტივს: ლევან დობორჯგინიძეს, სოსო ჯღამაძეს, დავით ჯღამაძეს, ლევან დუდუჩავას, ლუკა სართანიას, ბექა დობორჯგინიძეს, ბაქარი ხარებავას, ბექა ელიაშვილს,
|